გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ბოლო ტურის შეხვედრა 1:1 დაასრულა „ბეტისთან“ (რომელსაც ევროპის ლიგის საგზური გარანტირებული ჰქონდა) და ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ქართველი მეკარე „მესტალიელთა“ ძირითად შემადგენლობაში იყო გასვლით შეხვედრაში, რომელიც „ბეტისმა“ იღბლიანად დაიწყო და პირველივე წუთზე დაწინაურდა. ხუან მირანდამ საჯარიმოში აიოზე პერესი მოძებნა, რომელმაც ქართველ მეკარეს ქვედა მარცხენა კუთხეში გაუტანა და ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-7 წუთზე „ვალენსიამაც“ გაიტანა, მაგრამ სტუმრების სიხარული ხანმოკლე გამოდგა. ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ ანდრე ალმეიდას გოლი გაუქმდა, რადგან შემტევზე თამაშგარე დაფიქსირდა.
ქართველი მეკარის გუნდს იმედგაცრუება ელოდა მეორე ტაიმშიც, რადგან 64-ე წუთზე დანიშნული პენალტი ვიდეორეფერიმ გააუქმა. თუმცა, „ვალენსიამ“ მიზანს მაინც მიაღწია – 21 წლის დიეგო ლოპესმა ბოლო სამ ტურში თავი მეორედ გამოიჩინა.
81-ე წუთზე იუნუს მუსას მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა, მოედნიდან გააძევა და „ვალენსია“ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:1.
38 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 42 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონშიც ლა ლიგაში ითამაშებს. თუმცა, საეჭვოა, რომ გიორგი მამარდაშვილი გუნდში დარჩეს, ლიგიდან კი „ვალიადოლიდი“, „ესპანიოლი“ და „ელჩე“ გავარდნენ.