მამარდაშვილის „ვალენსიამ“ კონკურენტთან ქულა მოიპოვა, თუმცა გავარდნის საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრება #1TVSPORT
მამარდაშვილის „ვალენსიამ“ კონკურენტთან ქულა მოიპოვა, თუმცა გავარდნის საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრება #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ესპანიოლს“ უმასპინძლა და ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ბოლო წამებზე გატანილი გოლით ქულა მოიპოვა – 2:2.

ლა ლიგის 37-ე ტურში „ვალენსია“ 38-ე წუთზე დიეგო ლოპესის გოლით დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე „ღამურებმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ორ წუთში სეზარ მონტესმა ანგარიში გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველის გუნდისთვის ცუდად დაიწყო. გოლი, სამწუხაროდ, მამარდაშვილის შეცდომას მოჰყვა. გიორგიმ ბურთი ვერ შეიმაგრა, ამით „ესპანიოლის“ დანიელმა თავდამსხმელმა, მარტინ ბრაითვაითმა ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა – 2:1. 90+3-ე წუთზე სამუელ ლინომ ანგარიში გაათანაბრა და „ვალენსიამ“ უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა – 2:2. ამ შედეგით „ესპანიოლი“ ლა ლიგა 2-ში დაქვეითდა.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ვალენსია“ 41 ქულით მე-15 პოზიციაზეა და ლა ლიგის ბოლო ტურში წარუმატებლობის შემთხვევაში გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დადგება. მამარდაშვილის გუნდი 38-ე ტურში სტუმრად „ბეტისს“ შეხვდება.