გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა „ვილიარეალთან“ სტუმრად ჩატარებულ მატჩში, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
24-ე ტურის შეხვედრა საქართველოს ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ჩაატარა. „ვილიარეალმა“ პირველ ტაიმში გუეიეს (32) ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. შესვენებამდე მამარდაშვილმა ერთი დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა.
„ვალენსიამ“ 84-ე წუთზე ქულის გადარჩენა მაინც შეძლო – „ვილიარეალის“ კარში ბურთი უმარ სადიქმა გაიტანა.
„ვალენსიამ 24 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა და მიმდინარე სეზონში აუტსაიდერთა ზონას თავი პირველად დააღწია.