მამარდაშვილის „ვალენსია“ სელტასთან“ ფრეს დასჯერდა [ვიდეო] #1TVSPORT
მამარდაშვილის „ვალენსია“ სელტასთან“ ფრეს დასჯერდა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „სელტას“ დაუპირისპირდა და მხოლდო ქულა მოიპოვა – 0:0.

საქართველოს ნაკრების მეკარემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ბევრი საქმე არც ჰქონია. მატჩი საკმაოდ უფერული გამოდგა და მეტოქეებს ბევრი საგოლე მომენტები არ შეუქმნიათ.

გუნდები მეორე ტაიმში უფრო ცდილობდნენ თამაშის გამწვავებას, მაგრამ შედეგიანი დარტყმა ვერცერთმა მოახერხა. ყველაზე რეალური მომენტი „სელტას“ 82-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც საჯარიმოს სიახლოვიდან ვიგოელების კაპიტანმა, იაგო ასპასმა ზუსტად დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.

ესპანეთის ლა ლიგაში გამართული 14 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 19 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა.