მამარდაშვილის „ვალენსია“ „რაიო ვალეკანოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
მამარდაშვილის „ვალენსია“ „რაიო ვალეკანოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის მე-16 ტურში „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

ესპანეთის თასზე დასვენების შემდეგ, ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. 29-ე წუთზე მამარდაშვილს სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. თუმცა, საბედნიერიოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ქართველმა მეკარემ თამაში განაგრძო, 52-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მის კარიერაში იშვიათი ამბავია. საბოლოოდ, გიორგიმ 5,7 ქულა მიიღო.

თამაში მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო – მე-7 წუთზე პატე სისემ ანგარიში გახსნა, „ვალენსიამ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და 16 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-19 ადგილზეა.