მამარდაშვილის „ვალენსია“ „მალიორკასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
მამარდაშვილის „ვალენსია“ „მალიორკასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგაში „მალიორკას“ ესტუმრა და დაძაბულ დაპირისპირებაში 1:2 დამარცხდა.

ესპანეთის თასზე გამოტოვებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. თუმცა, პირველ ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია. ყველაზე სერიოზული ხიფათი 36-ე წუთზე კაილ ლარინის დარტყმას მოჰყვა, მაგრამ მამარდაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

თამაში უფრო აქტიურად „მალიორკამ“ დაიწყო, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნა. მერე კი „ვალენსია“ გააქტიურდა და 32-ე წუთზე მიზანს მიაღწია – სტუმრების შეტევა ლუის როხამ დააგვირგვინა და გუნდი დააწინაურა. მაგრამ 45+4-ე წუთზე ლარინმა მაინც გაიტანა და შესვენებამდე 1:1 დაფიქსირდა.

შესვენების შემდეგ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, გატანა კი მასპინძლებმა მოახერხეს – 81-ე წუთზე „ვალენსიის“ კარი ახლოდან თავური დარტყმით აბდონ პრატსმა აიღო და გიორგი მამარდაშვილს გუნდის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.

ესპანეთის ლა ლიგაში გამართული 15 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 10 ქულით 18 ადგილზეა