მამარდაშვილის რთული გამოცდა „ბარსელონასთან“ – „ვალენსია“ გრანდთან შინ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი კვლავ „ვალენსიას“ კარში იყო – 21 წლის ქართველ მეკარეს ამჯერად სერიოზული გამოცდა ელოდა. მისი „ვალენსია“ საშინაო არენაზე მსოფლიო გრანდს, „ბარსელონას“ მასპინძლობდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ლა ლიგის 25-ე ტურის შეხვედრა, რომელიც „მესტალიაზე“ გაიმართა, კატალონიელთა უპირატესობით წარიმართა – „ბარსელონამ“ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა. სტუმართა გაბონელმა თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (23, 38) დუბლი შეასრულა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყირაზე დადგა, ერთი გოლიც ფრენკ დე იონგის (32) ანგარიშზეა.

მეორე ნახევარში „ვალენსიამ“ სხვაობის შემცირება მოახერხა – „ბარსელონას“ კარი 53-ე წუთზე კარლოს სოლერმა აიღო, მაგრამ 10 წუთში პერდიმ მამარდაშვილს მეოთხეც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა „ბარსელონას“ სასარგებლოდ – 1:4.
What a goal by Pedri 🔥🔥✊🏾#barcavalencia @FCBarcelona
pic.twitter.com/xLyZ9LHuNo— Kenny Nana Appiah (@kennynanaappiah) February 20, 2022