მამარდაშვილის მთავარი კონკურენტი დაშავდა - დომენეკმა შესაძლოა სეზონი გამოტოვოს #1TVSPORT
მამარდაშვილის მთავარი კონკურენტი დაშავდა - დომენეკმა შესაძლოა სეზონი გამოტოვოს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის მთავარი კონკურენტი „ვალენსიაში“ ხაუმე დომენეკი დაშავდა და შესაძლოა, „ვალენსიაში“ დარჩენილი სეზონი გამოტოვოს – ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალიკადენასერი“ ავრცელებს.

„ვალენსიას“ მეკარემ მუხლის დისკომფორტის გამო დილის ვარჯიში გამოტოვა და როგორც ჩანს, სერიოზული დაზიანება აქვს. ახლა ის შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების მოლოდინშია.

დომენეკი ოთხშაბათს დილით „სიუდად დეპორტივა დე პატერნას“ სტადიონზე ვარჯიშის დროს დაშავდა. პირველი შეფასებები გვაიძულებს ყველაზე უარესის შიში გვქონდეს, ახლა ველოდებით სამედიცინო ტესტებს, რომლებიც გამოავლენს ტრავმის ხარისხს. ამ სეზონში დომენეკი გიორგი მამარდაშვილის გამო სათადარიგოში დაჯდა, მაგრამ ის ერთ-ერთი ვიცე-კაპიტანი და გასახდელის ლიდერია.

ხაუმეს დიდი ხანია ტრავმა არ აწუხებს. ბოლო ტრავმა 2018/19 წლების სეზონში მიიღო, როცა კუნთების გადატვირთვის გამო ორი კვირით გაუცდა. მას შემდეგ, რაც „ვალენსიას“ მეკარე გახდა, სამედიცინო მიზეზით სულ ხუთი თამაში გამოტოვა.

დომენეკი ამით ბევრს წააგებს. თუ ცუდი პროგნოზი დადასტურდება, ლა ლიგის მომდევნო თვეებში სათადარიგო მეკარის მოვალეობას კრისტიან რივერო შეასრულებს, რადგან მამარდაშვილი გატუზოსთვის ხელშეუხებელი ჩანს. შეგახსენებთ, რომ მეკარეს კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ ორი სეზონით გახანგრძლივებას დათანხმდა“, – წერს ესპანური ინტერნეტ-გამოცემა.