მამარდაშვილის „მშრალი“ სერია შეწყდა - „ვალენსია“ შინ „ბეტისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
მამარდაშვილის „მშრალი“ სერია შეწყდა - „ვალენსია“ შინ „ბეტისთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში სამმატჩიანი „მშრალი“ სერია შეწყვიტა. „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბეტისთან“ 1:2 დამარცხდა.

32-ე ტურის შეხვედრა სტუმრებმა კარგად დაიწყეს და „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველის, ისკოს გადაცემით მე-19 წუთზე ანგარიში აიოზე პერესმა გახსნა.

მეორე ტაიმში „ვალენსია“ ანგარიშის გასათანაბრებლად ბევრს უტევდა და 66-ე წუტზე მიზანს მიაღწია. „ბეტისის“ კარში დანიშნული პენალტი პეპელუმ ზუსტად შეასრულა. 77-ე წუთზე კი პერესმა დუბლი შეასრულა და სტუმრების ისევ დააწინაურა.

ლა ლიგაში გამართული 32 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 47 ქულით მე-8 ადგილზეა.