მამარდაშვილის მსგავსად, „მანჩესტერში“ სათადარიგო სკამზე ყოფნა სლოვაკ მეკარესაც არ სურს #1TVSPORT
მამარდაშვილის მსგავსად, „მანჩესტერში“ სათადარიგო სკამზე ყოფნა სლოვაკ მეკარესაც არ სურს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლის“ მეკარის დამატება გადაწყვიტა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს ვერ მოხერხდება – ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი 90min ავრცელებს.

„ედი ჰაუმ, „ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა, დაადასტურა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეკარე მარტინ დუბრავკას იჯარას შესახებ დაუკავშირდა. დუბრავკამ დაკარგა ადგილი „ნიუკასლში“ ნიკ პოუპთან ზაფხულის გარიგების გამო და გასაგებია, რომ „იუნაიტედს“ სურს გამოიყენოს ეს შანსი და სლოვაკეთის ნაკრების მეკარე „ოლდ ტრაფორდზე“ გადაიყვანოს. ორ კლუბს შორის კონტაქტები მას შემდეგ დაადასტურა ჰაუმ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დუბრავკას წასვლა არ სურს“, – წერს გამოცემა.

თუმცა 90min არ მალავს, რომ სლოვაკ მეკარეს სკამზე ჯდომის პერსპექტივა არ ხიბლავს.

დუბრავკას აგენტმა დანიელ ზიკმა დაადასტურა, რომ 33 წლის მეკარე უკმაყოფილოა „სენტ ჯეიმს პარკზე“ სასტარტო პოზიციის დაკარგვით და ეძებს რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ „მანჩესტერში“ გადასვლას დათანხმდეს“.

წერილში საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარეც ახსენეს.

„დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო მეკარედ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი რთულად დაიწყო, თუმცა „წითელი ეშმაკების“ გეგმა ყოველთვის იყო მაღალი დონის სარეზერვო მეკარის დამატება, რომელიც ესპანელისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევას შეძლებდა. ამ როლს დინ ჰენდერსონინოტინჰემ ფორესტშიიჯარამდე ასრულდება. ბოლოს კი განიხილებოდა ორი ვარიანტი – დანიელ ბაჩმანი („უოტფორდი“) და გიორგი მამარდაშვილი“.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ პირველი მეკარეა და ესპანური მედიის ცნობით, მას „მანჩესტერის“ სათადარიგოთა სკამზე გადასვლით ფორმის დაკარგვა არ სურს.

ამასობაში, „ვალენსია“ 30 აგვისტოს დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება – ჯენარო გატუზოს გუნდი ორშაბათს „მესტალიაზე“ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. გამოცემა „პლაზა დეპორტივას“ ცნობით, ქართველი მეკარე „ვალენსიას“ სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულშია.