მამარდაშვილის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა - „ვალენსიას“ ქართველი მეკარის ფასი 20 მილიონი გახდა #1TVSPORT
მამარდაშვილის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა - „ვალენსიას“ ქართველი მეკარის ფასი 20 მილიონი გახდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია – ასეთია გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის განახლებული შეფასება.

გერმანული სამენეჯერო სააგნეტო მოთამაშეთა ფასებს პერიოდულად აახლებს და ლა ლიგაში პირველი ეტაპის შემდეგ „ვალენსიას“ ქართველი მეკარის ფასი, რომელიც მანამდე 10 მილიონი ევრო იყო, 20 მილიონამდე გაზარდა.

ამრიგად, გიორგი მამარდაშვილი ქართველ ფეხბურთელებში პირველ ადგილზე დაწინაურდა და ხვიჩა კვარაცხელიასაც კი გადაასწრო.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ხუთეული ახლა ასე გამოიყურება:

გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 20,00 მლნ

ხვიჩა კვარაცხელია, ნაპოლი 15,00

საბა ლობჯანიძე, ჰატაისპორი 4,30

დათა ხოჭოლავა, კოპენჰაგენი 3,0

გიორგი მიქაუტაძე, მეცი 2,0

Transfermarkt-ის განახლებული შეფასება, ცხადია, საქართველოს ნაკრებსაც შეეხო და მისი მოთამაშეების ჯამური ფასი 54,18 მილონ ევრომდე გაიზარდა. ახლა დაველოდებით იტალიაში შეფასებს განახლებას და სავარაუდოდ, კვარაცხელიას ფასიც გაიზრდება.