გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის გამოტოვებული, მე-13 ტურის შეხვედრა „ესპანიოლთან“ გამართა და ქულა მოიპოვა – 1:1.
„ვალენსიამ“, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩი ქართველი მეკარის გარეშე ითამაშა, გასვლითი მატჩი დამაჯერებლად ვერ დაიწყო და 44-ე წუთზე ბურთი გაუშვა. სტუმართა კარი პუადო დიაზმა აიღო. მაგრამ შესვენების შემდეგ, თამაში როგორც კი განახლდა, დიეგო ლოპესმა წონასწორობა აღადგინა და ანგარიში აღარ შეცვლილა.
ესპანეთის ჩემპიონატში გამართული 17 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ მხოლოდ 11 ქულა დააგროვა და ბოლო, მე-20 პოზიციაზეა. თუმცა, გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს და მისი მოგებით ერთი საფეხურით დაწინაურების შანსი გააჩნია.
რაც შეეხება მამარდაშვილს, საქართველოს ნაკრების პირველი ნომრის რეაბილიტაცია მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ის 4 იანვარს მადრიდის „რეალთან“ მატჩისთვის მზად იქნება.