მამარდაშვილის დიდი აღიარება - ქართველი მარტში ტოპ-ლიგების ახალგაზრდებში საუკეთესოა #1TVSPORT
მამარდაშვილის დიდი აღიარება - ქართველი მარტში ტოპ-ლიგების ახალგაზრდებში საუკეთესოა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ტოპ-ლიგების მარტის თვის სიმბოლურ 21-წლამდელების ნაკრებში დაასახელეს და ამ ასაკში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

21 წლის ქართველი მეკარე „სოფასქორმა“ გამოარჩია – ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიზის საერთაშორისო პორტალის „ტვიტერის“ გვერდმა „ვალენსიას“ მეკარეს მარტში 387-წუთიანი უგოლოდ დასრულებული მატჩების სერია დაუფასა.

„21-წლამდელთა თვის გუნდი – ვინაიდან მარტში ტოპ-5 ლიგაში თამაშები აღარ გაიმართება, დროა გამოვავლინოთ ჩვენი უმაღლესი რეიტინგით საუკეთესო 21-წლამდელი თერთმეტი მოთამაშე. 5 ლიგიდან თითოეული წარმოდგენილია მინიმუმ ორი მოთამაშით, ჩვენი 21-წლამდელთა თვის საუკეთესო მოთამაშე კი გიორგი მამარდაშვილია“, – ვკითხულობთ ავტორიტეტული საერთაშორისო პორტალის ტვიტერის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ „ვალენსიაში“ მარტში ჩატარებულ შეხვედრებში მამარდაშვილს გამოცემამ საშუალო შეფასებად 7,80 ქულა დაუწერა. მამარდაშვილის ასაკის გათვალისწინებით, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, ლა ლიგაში ეს ძალიან კარგი შეფასებაა.