მამარდაშვილის აგენტი იჯარას მოითხოვს, თუ „ლივერპული“ სასტარტო შემადგენლობაში ქართველის ადგილს ვერ უზრუნველყოფს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის წარმომადგენლებმა ქართველი მეკარის მომავლის განსახილველად „ლივერპულთან“ მოლაპარაკებები დაგეგმეს, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლუბთან დაახლოებული წყარო – KrrishFT ავრცელებს.
„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ გიორგი მამარდაშვილმა ზაფხულში კლუბი დატოვოს, თუ მას მომავალ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება. მას სურს, რომ გუნდის პირველი მეკარე იყოს.
მამარდაშვილის აგენტი მოითხოვს, რომ ფეხბურთელი იჯარით გაუშვან, თუ „ლივერპული“ სასტარტო შემადგენლობაში მის ადგილს ვერ უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ ინტერესს სერია A-ს კლუბებიც იჩენენ.
გიორგი მამარდაშვილს არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, არამედ პირველი ნომრობა სურს. უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, კლუბში ალისონ ბეკერის მომავალსაც განიხილავენ“, – ამტკიცებს წყარო.