მამარდაშვილი ყველაზე მეტად გაიზარდა - გიორგიმ სეზონი „რეალის“ მეკარის მსგავსი მაჩვენებელით დაასრულა #1TVSPORT
მამარდაშვილი ყველაზე მეტად გაიზარდა - გიორგიმ სეზონი „რეალის“ მეკარის მსგავსი მაჩვენებელით დაასრულა #1TVSPORT

ესპანური გამოცემა Eldesmarque-ს შეფასებით, გიორგი მამარდაშვილი საუკეთესოა იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც დასრულებულ სეზონში „ვალენსიაში“ ითამაშა.

„მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა შანსი მისცა რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეს. მაგალითად, ტიერი კორეა და ხესუს ვასკესი მისი ხელმძღვანელობით გაიზარდნენ. თუმცა ის, ვინც ყველაზე მეტად გაიზარდა, ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო“, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის დასრულებულ სეზონში საუკეთესოდ „რეალ სოსიედადის“ მეკარე ალექს რემირო დაასახელეს, რომელმაც 35 მატჩიდან 19-ში კარი მშრალად შეინახა, ანუ საშუალოდ თამაშების 54.3%-ში გოლს არ უშვებდა. მეორეზე გავიდა „რეალის“ ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა – 16 მშრალი მატჩი 36-იდან (44,4%).

„ვალენსიას“ ახალგაზრდა ქართველი მეკარე საუკეთესოებში მოხვდა. მამარდაშვილმა ნამდვილი გარღვევა მოახდინა და საქართველოს ჩემპიონატიდან ტოპ-ლიგაში მოხვედრილს ზუსტად იგივე პროცენტული მაჩვენებელი აღმოაჩნდა, რაც კურტუას – გიორგიმ კარი უგოლოდ 8 მატჩში შეინახა, რაც 44,4%-ია. თუმცა, მადრიდელთა კიპერზე ნაკლები მატჩი ჩაატარა – 18.