მამარდაშვილი, ვინისიუსი და ლევანდოვსკი ერთ გუნდში - ქართველი ესპანეთის ჩემპიონატის თვის სიმბოლურში დაასახელეს #1TVSPORT
მამარდაშვილი, ვინისიუსი და ლევანდოვსკი ერთ გუნდში - ქართველი ესპანეთის ჩემპიონატის თვის სიმბოლურში დაასახელეს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი და „ვალენსიას“ კიდევ ორი მოთამაშე ლა ლიგის სექტემბრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ – თვის რჩეული თერთმეტეული პორტალმა Who Scored-მა დაასახელა.

სექტემბერში ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშეებში მამარდაშვილის გარდა „ვალენსიადან“ ტიერი რენდალ კორეა და მუკტარ დიახაბი მოხვდნენ.

superdeporte – „ვალენსიას“ ფეხბურთელები აგრძელებენ ზრდას. გუნდიდან სექტემბერში ლა ლიგის თვის სიმბოლურ ნაკრებში სამი მოთამაშე მოხვდა – ტიერი რენდალ კორეა, მუკტარ დიახაბი და გიორგი მამარდაშვილი. ვალენსიელების კარგი თამაში, განსაკუთრებით „მესტალიაზე“, ლიგის ანალიტიკოსებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

შვიდი ტურის განმავლობაში „ვალენსიას“ დაცვაში სამი ფეხბურთელი შეუცვლელი იყო – გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა. ქართველმა მეკარემ აქამდე 7 გოლი გაუშვა (საშუალოდ ერთი მატჩში), მაგრამ მისმა თამაშმა და უპირველეს ყოვლისა, მოგერიებებმა საერთაშორისო ყურადღება დაიმსახურა. პორტალი Who Scored მას ათიდან 7.18 ქულას ანიჭებს“.

ლა ლიგის სექტემბრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

გიორგი მამარდაშვილი – 7.18 (ვალენსია), ტიერი კორეა – 7.33 (ვალენსია), მუკტარ დიაჰაბი – 7.48 (ვალენსია), გ. ალვარესი – 7.46 (ხეტაფე), ა. ბალდე – 7.20 (ბარსელონა), ნ. უილიამსი – 7,89 (ბილბაო ატლეტიკი), ალეიკს გარსია – 7,56 (ჟირონა), ფ. დე იონგი – 7,53 (ბარსელონა), ვინისიუს ჟუნიორი – 7,45 (რეალი), როდრიგო – 8,34 (რეალი), რ. ლევანდოვსკი – 8.22 (ბარსელონა).