მამარდაშვილი „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაშია #1TVSPORT
მამარდაშვილი „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაშია #1TVSPORT

ლა ლიგის მე-2 ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „გრანადას“ დაუპირისპირდება. სტადიონ „ლოს კარმენესზე“ მატჩის დაწყებამდე მცირე დრო დარჩა და უკვე ცნობილია, რომ სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილია.

ეს ის სტადიონია, სადაც ესპანელებმა ქართველი მეკარე გაიცნეს. შარშან, ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე, გიორგი „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში „გრანადას“ ესტუმრა და სწორედ იქ მოახდინა „მესტალიელებზე“ დიდი შთაბეჭდილება.

20 წლის ქართველი მეკარე კვლავ ხოსე ბორდალასის რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მთავარი მეკარე, „აიაქსისა“ და „ბარსელონას“ ყოფილ წევრი და ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იასპერ სილესენი მომჯობინდა.

გიორგი მამარდაშვილმა სეზონისწინა მომზადება ძალიან კარგად გამოიყენა და იასპერ სილესენის ტრავმის დროს „ვალენსიის“ ახალი მეკარე გახდა. მან ლა ლიგის პირველ ტურში „ხეტაფესთანაც“ კარგად ითამაშა და მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა.