მამარდაშვილი „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში დაარეგისტრირეს, მაგრამ პირველი მეკარე იქნება #1TVSPORT
მამარდაშვილი „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში დაარეგისტრირეს, მაგრამ პირველი მეკარე იქნება #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ახალ სეზონში „ვალენსიაში“ სათამაშო მუდმივი ნომერი აირჩია და მას ლა ლიგაში კვლავ 28-ნომრიანი მაისურით ვიხილავთ.

ამ ნომრის არჩევა იმას ნიშნავს, რომ 21 წლის ქართველი კიპერი სარეზერვო გუნდში იქნება დარეგისტრირებული – ესპანეთში მთავარი გუნდის განაცხადში შეყვანილი მოთამაშეები 1-დან 25-მდე ნომრებს ირჩევენ.

ასევე იყო გასულ სეზონშიც, მაგრამ ამას მამარდაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, რომ გუნდში ადგილი დაემკვიდრებინა და „ვალენსიას“ პირველი მეკარე გამხდარიყო. ასეთ ხერხს ესპანური გუნდები საგანგებოდ ლიმიტების გამო მიმართავენ, სარეზერვო გუნდიდან მოთამაშის დამატების უფლება კი უპრობლემოდ შეუძლიათ.

იმედია, წელსაც ასე მოხდება, რადგან ჯენარო გატუზო ქართველ მეკარეს ენდობა და საკონტროლო შეხვედრებში ძირითადად კარში მამარდაშვილი იდგა. ამავე დროს, იტალიელი მწვრთნელი დათანხმდა გიორგის კონკურენტის, ნიდერლანდების ნაკრების მეკარის, იესპერ სილესენის გაშვებას.

ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი 12 აგვისტოს დაიწყება, „ვალენსია“ კი პირველი ტურის მატჩს 14 აგვისტოს დაიწყებს და „მესტალიაზე“ „ჟირონას“ უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი