მამარდაშვილი სათადარიგოებში დასვეს - „ვალენსიამ“ „ბილბაოსთან“ ქულები გაიყო #1TVSPORT
მამარდაშვილი სათადარიგოებში დასვეს - „ვალენსიამ“ „ბილბაოსთან“ ქულები გაიყო #1TVSPORT

„ვალენსიაში“ გადასვლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მატჩს სათადარიგოთა სკამიდან პირველად უყურა. საქართველოს ნაკრების მეკარე მე-7 ტურში ბილბაოს „ატლეტიკთან“ მატჩში ნიდერლანდელმა იესპერ სილესენმა ჩაანაცვლა.

მესტალიაზე“ გამართულ შეხვედრაში ბასკები 69-ე წუთზე ინიგო მარტინესმა დააწინაურა. „ვალენია“ ქულის გადარჩენას შეეცადა და 90+5-ე წუთზე შეძლო, გონსალო გედესის განვითარებული შეტევა მარკოს ანდრემ დააგვირგვინა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 1:1.

20 წლის ქართველი მეკარე „ვალენსიას“ კარში ლა ლიგის საწყის ექვს ტურში იდგა, მაგრამ მადრიდის „რეალთან“ (1:2) და „სევილიასთან“ (1:3) ბავშვური შეცდომები დაუშვა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მას გამოცდილი სილესენი ამჯობინა.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ზაფხულში „დინამო თბილისიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და მეორე გუნდის ნაცვლად, ლა ლიგის გუნდის ძირითადი მეკარე გახდა. ამჯერად ის მხოლოდ განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა.

„ვალენსიამ“ 6 ტურის შემდეგ 11 ქულა დააგროვა და ბილბაოს „ატლეტიკთან“ ფრეს შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.