მამარდაშვილი „რეალთან“ ითამაშებს - „ვალენსიას“ კარს ისევ ქართველი დაიცავს #1TVSPORT
მამარდაშვილი „რეალთან“ ითამაშებს - „ვალენსიას“ კარს ისევ ქართველი დაიცავს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი ისევ „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაშია და დღეს მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

„ვალენსია“ ლა ლიგის (ესპანეთის ჩემპიონატის) მე-5 ტურის შეხვედრაში სამეფო კლუბს „მესტალიაზე“ უმასპინძლებს. „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა გუნდის შემადგენლობა უკვე გამოაცხადა და ცნობილი გახდა, რომ „რეალის“ წინააღმდეგ კარში ისევ მამარდაშვილს ვიხლავთ.

საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე „ვალენსიას“ კარში იდგა წინა ოთხ ტურში და საიმედო თამაშით მთავარი მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა. თუმცა, ეს იქნება ყველაზე დიდი გამოცდა, რაც კი ესპანეთში ჩასვლის შემდეგ გიორგი მამარდაშვილს ელის.

ესპანეთის ჩემპიონატს ხუთი ტურის შემდეგ მადრიდის „ატლეტიკო“ 11 ქულით ლიდერობს. მას 1-1 ქულით ჩამორჩებიან „რეალი“, „ვალენსია“ და „რეალ სოსიედადი“. ამდენად, დღევანდელ შეხვედრას სატურნირო თვალსაზარისით დიდი დატვირთვა გააჩნია.

ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩი „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.