გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსია“ ბილბაოში წაგებას გაადარჩინა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსია“ ბილბაოში წაგებას გაადარჩინა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი სულ უფრო საიმედოდ ათამაშდა „ვალენსიაში“, სადაც მწვრთნელის ნდობას ყოველ ტურში  დამაჯერებელი თამაშით ამართლებს.

ლა ლიგის 35-ე ტურში ქართველი მეკარის გუნდი „ვალენსია“ ბილბაოში „ატლეტიკს“ ესტუმრა – ამ მატჩში გიორგი მხოლოდ ერთხელ შეცდა, მაგრამ სწრაფადვე გამოასწორა. 22-ე წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ ვერ გადაწყვიტა, ბურთი როგორ მოეგერიებინა და თავში მოხვდა, მაგრამ დანი გარსიას დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი ინიაკი უილიამსმა კარს ააცილა – ამ ეპიზოდში ქართველს გაუმართლა. შემდეგ მამარდაშვილი საიმედოდ თამაშობდა და ინიაკი უილიამსს ორჯერ ასპროცენტიანი შანსის გამოყენების საშუალება არ მისცა. 57-ე წუთზე „ატლეტიკის“ თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ გავიდა – გიორგიმ ბურთის მოგერიება და გუნდის გადარჩენა მოახერხა.

90+3-ე წუთზე ინაკი უილიამსი საპენალტე ნიშნულის სიახლოვეს ახტა და თავით ქვედა მარჯვენა კუთხეში დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილმა ისევ საიმედოდ იმოქმედა და საბოლოოდ, დიდი როლი ითამაშა, „ვალენსიამ“ გასვლაზე ქულა რომ მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში, ლა ლიგისა და ესპანეთის თასზე საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიას“ კარში 20 შეხვედრაში იდგა – მათგან 9 მატჩის შემდეგ მოედანი ისე დატოვა, მეტოქეს გოლი არ გაუტანია.

„ვალენსიამ“ 35 ტურის შემდეგ 44 ქულა მოიპოვა, მე-10 პოზიციაზეა, ლიგიდან გავარდნის საფრთხე თავიდან აიცილა, მაგრამ ევროთასებზე მოხვედრის შანსი გადაიწურა.