მამარდაშვილი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, მეორე ადგილზე 18 წლის გაგნიძე დაწინაურდა #1TVSPORT
მამარდაშვილი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, მეორე ადგილზე 18 წლის გაგნიძე დაწინაურდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, მისი ფასი კიდევ 300 ათასი ევროთი გაიზარდა.

Transafermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა, მათ შორის, ეროვნული ლიგის მოთამაშეების და გასაოცარი შედეგები დაფიქსირდა. გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სიაში მეორე ადგილზე „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე დაწინაურდა – 18 წლის ფეხბურთელი პროფესიონალებში პირველ სეზონს ატარებს. მესამეზე „ლოკომოტივის“ შემტევი თორნიკე კირკიტაძეა, რომლის ტრანსფერიც 475 ათას ევროდ შეფასდა.

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

  1. გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი) 0.800
  2. ლუკა გაგნიძე დინამო (თბილისი) 0.700
  3. თორნიკე კირკიტაძე (ლოკომოტივი) 0.475
  4. ბექა დარცმელია (ლოკომოტივი) 0.425
  5. იმრან ულად-ომარი (ლოკომოტივი) 0.425