მამარდაშვილი დაასვენეს - „ვალენსია“ ლიგის ნახევარფინალისტთან დამარცხდა #1TVSPORT
მამარდაშვილი დაასვენეს - „ვალენსია“ ლიგის ნახევარფინალისტთან დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა გამოტოვა „ვალენსიასა“ და „ვილეარეალის“ შორის ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც მისი გუნდი დამარცხდა.

მესტალიელები“ 33-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტ „ვილეარეალსესტუმრნენ და 2:0 დამარცხდნენ. მატჩის გმირი მასპინძელთა თავდამსხმელი არნო გრუნეველდი გახდა – ნიდერლანდების ნაკრების შემტევმა მე-10 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე დუბლი შეასრულა.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და „ვილეარეალმა“ 2:0 მოიგო. „ვალენსია“ ახლა მე-10 ადგილზეა და რეალურად, არც ლა ლიგიდან გავარდება და ლიდერთა ჯგუფშიც ვერ შეაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ახლა გუნდს ორივე ზონასთან 13-ქულა აშორებს. თუმცა „ვალენსიას“ ევროსაგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს. „ღამურები“ 23 აპრილს ესპანეთის თასის ფინალში სევილიაში „ბეტისს“ დაუპირისპირდებიან.

ესპანური მედიის ცნობით, გადამწყვეტ მატჩში „ვალენსიას“ კარში გიორგი მამარდაშვილს ვიხილავთ და სავარაუდოდ, გუნდის მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა ქართველი მეკარე ფინალისთვის დაასვენა.