მამარდაშვილი არ ათამაშეს - „ვალენსია“ თასის შემდეგ ეტაპზეა #1TVSPORT
მამარდაშვილი არ ათამაშეს - „ვალენსია“ თასის შემდეგ ეტაპზეა #1TVSPORT

არ გამართლდა ვარაუდი, რომ ხოსე ბორდალასი გიორგი მამარდაშვილს ესპანეთის თასზე ათამაშებდა – მართალია, ქართველი მეკარე „მესტალიელების“ განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ძირითად შემადგენლობაში არც მთავარი მეკარე სილესენი დააყენა – ნიდერლანდელი დაასვენა, კარი კი 31 წლის გამოცდილ ხაუმე დომენეკს ანდო და მან შეხვედრა მშრალად ჩაატარა.

ესპანეთის თასის 1/64 ფინალში „ვალენსია“ რანგით მეოთხე ლიგის სამოყვარულო გუნდს, „უტრილასს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. მასპინძელთა კარი 27-ე წუთზე მარკოს ანდრემ აიღო, 52-ე წუთზე იუნუს მუსამ სტუმართა უპირატესობა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 70-ე წუთზე კობა კოინდრედმა დააფიქსირა.

„ვალენსია“ ლა ლიგაში შემდეგ მატჩს 6 დეკემბერს გამართავს. „ღამურები“ ვიგოს ესტუმრებიან და „სელტას“ დაუპირისპირდებიან.