მამარადაშვილის „ვალენსიამ“ თასი მოიგო #1TVSPORT
მამარადაშვილის „ვალენსიამ“ თასი მოიგო #1TVSPORT

„ვალენსიამ“ „ატალანტა“ დაამარცხა (2-1) და „ტროფეო ტარონია“ მოიგო. ამით კლუბმა წინასასეზონო შეკრება დაასრულა, გიორგი მამარდაშვილი კი ესპანელთა კარში იდგა.

ტროფეო ტარონია“ ტრადიციული ტურნირია, რომელიც 50-ედ გათამაშდა. „მესტალიაზე“ „ატალანტასთან“ გამართულ მატჩში მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

„ვალენსია“ დომინირებდა როგორც თამაშის თვალსაზრისით, ასევე შანსებით და უგო დუროს გოლით დაწინაურდა. იგივე სცენარი იყო მეორე ტაიმში, მაგრამ „ატალანტამ“ ედერსონ დოს სანტოსის დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. „ვალენსიამ“ მიზანს მაინც მიაღწია. უგო დურომ დუბლი შეასრულა, „ვალენსიამ“ მოიგო 2:1 და თასს დაეუფლა.

„ვალენსია“ ლა ლიგის სეზონს 14 აგვისტოს გახსნის და საკუთარ სტადიონზე „ჟირონას“ უმასპინძლებს.