მამარადაშვილის ფასი გაორმაგდა - ქართველი მეკარის შეფასება 10 მილიონი პირველად გახდა #1TVSPORT
მამარადაშვილის ფასი გაორმაგდა - ქართველი მეკარის შეფასება 10 მილიონი პირველად გახდა #1TVSPORT

სეზონი დასრულების შემდეგ Transfermarket-ის ექსპერტებმა ესპანეთის ჩემპიონატს მოთამაშეთა ფასები განაახლეს და გიორგი მამარდაშვილის გრაფაში უკვე 10 მილიონი ევრო წერია.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის ფასი გაორმაგდა და 5 მილიონის ნაცვლად 10 მილიონი ევრო გახდა, რაც ქართველი მეკარეებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისში, სანამ გიორგი „ვალენსიაში“ გადავიდოდა, მისი ფასი 800 ათასი ევრო იყო, წელიწადში კი 12,5-ჯერ გაიზარდა, რაც გასაოცარი პროგრესია.

შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯამური ფასი 55,85 მილიონი ევრო გახდა, ხოლო თავად გიორგი კი „ჯვაროსნებში“ მეორე ადგილზე იყო, მაგრამ ამჯერად ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩამორჩენა 10-დან 5 მილიონამდე შეამცირა.

აღსანიშნავია ლუკა ლოჩოშვილის პროგრესიც – მისი ფასი გაიზარდა 1,5 მილიონამდე და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ 23 წლის ქართველი მცველი ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშეთა ათეულში დაწინაურდა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშეთა ათეული

1 ხვიჩა კვარაცხელია, დინამო ბთ 15.00 (მილიონი ევრო)

2 გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 10.00

3 საბა ლობჯანიძე, ჰატაისპორი 4.30

4 დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი 3.00

5 ოთარ კიტეიშვილი, შტურმ გრაც 3.00

6 გიორგი ჩაკვეტაძე, ჰამბურგერი 2.30

7 გიორგი მიქაუტაძე, სერენი 2.20

8 ზურიკო დავითაშვილი, დინამო ბთ 2.00

9 ვალერი ყაზაიშვილი, ულსანი 1.70

10 ლუკა ლოჩოშვილი, ვოლფსბერგერი 1.50

დატოვე კომენტარი