მამაკაცთა შორის 2025 წლის უიმბლდონის ფინალში იანიკ სინერი და ალექსანდრ ზვერევი ითამაშებენ #1TVSPORT
2026 წლის უიმბლდონის ტურნირზე მამაკაცთა შორის ფინალური წყვილი ცნობილია – გადამწყვეტ შეხვედრაში იანიკ სინერი ალექსანდრ ზვერევს შეხვდება.
მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, იტალიელმა იანიკ სინერმა ნახევარფინალში დიდი სლემის ტურნირების 24-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში – 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა და ზედიზედ მეორე ითამაშებს უიმბლდონის ფინალში. გასულ წელს სინერმა ფინალურ შეხვედრაში კარლოს ალკარასს მოუგო.
რაც შეეხება გერმანელ ალექსანდრ ზვერევს, მან ნახევარფინალში ტურნირის მთავარ აღმოჩენას, ბრიტანელ არტურ ფერის სამ სეტში აჯობა – 7:6 (7:0), 6:2, 6:4. ფერი მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილს იაკვებს და ტურნირის ორგანიზატორებმა შეჯიბრებაზე ის ე.წ. „უაილდქარდით“ დაუშვეს. ალექსანდრ ზვერევი კი ზედიზედ მეორე დიდი სლემის ტურნირის მოგებას შეეცდება – ივნისში რეიტინგის მესამე ნომერი როლან გაროსის გამარჯვებული გახდა.

უიმბლდონის ფინალი მამაკაცებს შორის 12 ივლისს არის დაგეგმილი. ზვერევმა და სინერმა აქამდე ერთმანეთთან 14-ჯერ ითამაშეს – 10 შეხვედრა იტალიელმა მოიგო, ხოლო 4 – გერმანელმა.