მამაკაცთა კლასიფიკაციის ახალი ლიდერი რაფაელ ნადალი გახდა
მამაკაცთა კლასიფიკაციის ახალი ლიდერი რაფაელ ნადალი გახდა

პარიზის „მასტერსის“ შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში ლიდერი შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი მოიგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ხოლო რაფაელ ნადალმა ტრავმის გამო ვერ შეძლო ნახევარფინალში თამაში, კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე ესპანელმა გადაინაცვლა – პირველად 2019 წლის სეზონზე.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ამ ორი მოთამაშიდან ვინ დაასრულებს სეზონს პირველი ჩოგანის რანგში. ყველაფერი გადაწყდება წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც ლონდონში 10-17 ნოემბერს გაიმართება.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც პირველივე წრეში წააგო პარიზის „მასტერსი“, მას პოზიცია არ შეუცვლია და ისევ 26-ე ადგილზეა.

ATP. TOP10

1(2). ნადალი (ესპანეთი) – 9 585

2(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 8 945

3(3). ფედერერი (შვეიცარია) – 6 190

4(4). მედვედევი (რუსეთი) – 5 705

5(5). ტიმი (ავსტრია) – 5 025

6(7). ციციპასი (საბერძნეთი) – 4 000

7(6). ა. ზვერევი (გერმანია) – 2 945

8(9). ბერეტინი (იტალია) – 2 670

9(10). ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი) – 2 540

10(13). მონფილსი (საფ) – 2 530

დატოვე კომენტარი