მამაკაცი, რომელიც ეიფელის კოშკზე აძვრა, მაშველებმა ჩამოიყვანეს
მამაკაცი, რომელიც ეიფელის კოშკზე აძვრა, მაშველებმა ჩამოიყვანეს

მამაკაცი, რომელიც პარიზში ეიფელის კოშკზე აძვრა, მაშველებმა ჩამოიყვანეს. მან ეიფელის კოშკზე ექვს საათზე მეტი დრო გაატარა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი დაკავებულია. როგორც ოპერატორ კომპანიაში განაცხადეს, ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის 21 მაისის დილიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

მას შემდეგ, რაც 324 მეტრის სიმაღლის მონუმენტზე მცოცავი პირი შენიშნეს, საგაგებო სამსახურებმა ეიფელის კოშკიდან ვიზიტორების ევაკუაცია განახორციელეს და ღირსშესანიშნაობა დროებით დაკეტეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა იყო მამაკაცის ქმედების მოტივი.