მალტის პრემიერი აცხადებს, რომ იანვარში თანამდებობას დატოვებს
მალტის პრემიერი აცხადებს, რომ იანვარში თანამდებობას დატოვებს

მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი აცხადებს, რომ გადადგება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მუსკატი აცხადებს, რომ თანამდებობას 12 იანვარს დატოვებს, უახლოეს დღეებში კი პარტიას თხოვნით მიმართავს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატი შეარჩიონ.

მალტის ქუჩებში პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს.

ჯოზეფ მუსკატი და სხვა მაღალჩინოსნები 2017 წელს მოკლული ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალისიას საქმეში ფიგურირებენ. ჟურნალისტი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ის მთავრობის კორუფციულ საქმიანობას იძიებდა.

დატოვე კომენტარი