მალტის პოლიციამ მოკლული ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულების იდენტიფიცირება შეძლო
მალტის პოლიციამ  მოკლული ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულების იდენტიფიცირება შეძლო

მალტური მედიის ცნობით, პოლიციამ 13 თვის წინ მოკლული ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულების იდენტიფიცირება შეძლო. როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, სამართალდამცველებისთვის ცნობილია მალტის სამი მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც გამომძიებელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობა დაგეგმეს.

მედიის ინფორმაციით, გამომძიებლებს ამ ეტაპზე ბრალდებულთა სახელები არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.

მალტელი ჟურნალისტი 2017 წლის ოქტომბერში მანქანაში ააფეთქეს. ამჟამად პოლიციას დაკავებული ჰყავს საქმის სამი ფიგურანტი. თუმცა, ისინი ბრალს არ აღიარებენ. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება. მალტელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ისინი თანამშრომლობენ „ევროპოლთან“ და საქმის დეტალებს ნათელი უახლოეს ხანში მოეფინება.