მალმიოში იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ცხვირი მოახერხეს
მალმიოში იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ცხვირი მოახერხეს

ქალაქ მალმიოში ვეტერანი შვედი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებაზე მორიგი შეტევა მიიტანეს, – დაწერა შვედურმა გამოცემა Expressen-მა.

ამჯერად, უცნობებმა ბრინჯაოს ქანდაკება ვერცხლისფრად შეღებეს, ცხვირი და ფეხის ნეკა თითი მოახერხეს. ამ ვანდალურ აქტს ხელი ვერ შეუშალა ღობემ, რომელიც ძეგლის გარშემო პოლიციელებმა შემოავლეს. სამართალდამცავებმა არ იციან, როდის იყო ახალი შეტევა ქანდაკებაზე.

„მალმიოს“ გულშემატკივრები აგრძელებენ უკმაყოფილების გამოხატვას იმის გამო, რომ ფეხბურთელი სტოკჰოლმის „ჰამარბიუს“ თანამფლობელი გახდა. ადრე ფანებმა ბრინჯაოს ზლატანს უნიტაზის სახურავი ჩამოაცვეს, მისი დაწვა სცადეს, აგრეთვე ცალი ფეხი მოახერხეს.