მალკინმა  „პიტსბურგის“ მაისურით მე-400 შაიბა გაიტანა
მალკინმა „პიტსბურგის“ მაისურით მე-400 შაიბა გაიტანა

ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კლუბ „პიტსბურგის“ რუსმა თავდამსხმელმა ევგენი მალკინმა რეგულარული ჩემპიონატის ჩეხვედრაში „კალგარის“ (4:1) წინააღმდეგ შაიბის გატანა მოახეხა, რომელიც მისთვის „პინგვინების“ რიგებში მე-400 აღმოჩნდა.

კლუბის ისტორიაში მალკინი მეოთხე ჰოკეისტი გახდა, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია. მის გარდა 400 შაიბაზე მეტი გატანილი აქვთ მარიო ლემიეს (690), გუნდის ამჟამინდელ კაპიტან სიდნი კროსბის (451) და ნაციონალური ჰოკეის ლიგის ისტორიაში მეორე ბომბარდირს, იარომირ იაგრის (439).

მალკინი „პიტსბურგის“ რიგებს 2006 წლიდან იცავს.