მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემს ძმისშვილს თუ არ გამოუშვებენ, მართლა ჩემს გეგმებს ავამოქმედებ
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემს ძმისშვილს თუ არ გამოუშვებენ, მართლა ჩემს გეგმებს ავამოქმედებ

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა, რომელიც მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკავებას და მისთვის ბრალის წარდგენას აპროტესტებს.

„მორის მაჩალიკაშვილი ჩემს გვერდით ერთი წლის განმავლობაში იდგა და ითხოვდა, რომ ამ მხეცებს ეღიარებინათ დანაშაული. ზუსტად ის ბავშვი დააკავეს დღეს. თემირლანის დები ამას ვერ გადაიტანენ. თუ აქ მოხდა პატარა რამე ისეთი, თუ არ გამოუშვეს მორის მაჩალიკაშვილი, შემდგომში მე მართლა ჩემს გეგმებს ავამოქმედებ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ორი პირი დღეს დააკავეს. შსს-ს მიერ დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილია.

დატოვე კომენტარი