მალიში უცნობებმა 41 ადამიანი მოკლეს

23:47, 18.06.2019

მალიში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა 41 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდასხმა აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. უცნობი შეიარაღებული პირები მოტოციკლებით ორ სოფელს დაესხნენ თავს.

ბოლო რამდენიმე თვეა, აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტები ხშირად ხდება. ორ სოფელში თავდასხმები დოგონის ეთნიკურ ჯგუფზე მოხდა. არეულობებს მალის ცენტრალურ ნაწილში დოგონის ეთნიკური ჯგუფის ათობით წარმომადგენელი შეეწირა.

მსგავსი