მალიში აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა
მალიში აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა

მალის ჩრდილოეთ ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას მალიში გაერო-ს მისია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, გზის პირას დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები პატრულირებისას ამოქმედდა.

„ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ ამ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებელი პირები გამოვავლინოთ და დავაკავოთ, რათა მათ პასუხი აგონ დანაშაულისთვის“, – ნათქვამია მალიში გაერო-ს მისიის ხელმძღვანელის, მაჰამათ სალეჰ ანადიფის განცხადებაში.

გაერო-ს მისია მალიში 2013 წლიდან იმყოფება.