მალიორკაზე გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია
მალიორკაზე გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია

მალიორკაზე გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. უხვი ნალექის გამო მდინარეების ნაწილი ნაპირებიდან გადმოვიდა.

დატბორილია რესტორნები, მაღაზიები სახლები და მანქანები.

დაშავებულებისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მალიორკაზე მყოფ ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.