მალინოვსკი - ვირუსს ნუ ეხუმრებით, ორმა მედდამ იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
მალინოვსკი - ვირუსს ნუ ეხუმრებით, ორმა მედდამ იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

უკრაინის ნაკრებისა და ბერგამოს „ ატალანტას“ ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ ინსტაგრამზე ტრანსლაციისას კორონავირუსის გამო იტალიაში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ორმა მედდამ იტალიაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ძნელია ამდენი სიკვდილის ყურება. ყველაფერი, რაც ინტერნეტში იტალიაზე იწერება, მართალია. ასე რომ, ისხედით სახლებში. ვინც ფიქრობს, რომ კორონავირუსთან ხუმრობა შეიძლება, ის ძალიან მწარედ ცდება. გარშემო ყველგან ნეგატივია, ხალხი სტრესშია“, – განაცხადა მალინოვსკიმ.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 100 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 10 ათასზე მეტი გარდაიცვალა.