მალინოვსკი „ლევერკუზენთან“ მატჩის შემდეგ – გოლს უკრაინის ომში დაღუპულებს ვუძღვნი #1TVSPORT

11:40, 11.03.2022

ევროპის ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი „ატალანტასა“ და ლევერკუზენის „ბაიერს“ შორის იტალიელთა სასარგებლოდ – 3:2 დასრულდა. მასპინძელთა უკრაინელი ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი ლუის მურიელთან ერთად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა პირველი გოლი გაიტანა, ორჯერ კი კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელს საგოლე ასისტენტობა გაუწია. რუსლანმა გოლი განსაკუთრებული ჟესტით აღნიშნა.

https://twitter.com/malinovskyi18/status/1502041272177025035?cxt=HHwWloCzoYalqdgpAAAA

რა თქმა უნდა, ასეთი ჟესტი ეძღვნებოდა უკრაინის ომში დაღუპულებს. მატჩის შემდეგ კი მალინოვსკიმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეპიზოდის ფოტო უკრაინული წარწერით გამოაქვეყნა: „ეძღვნება უკრაინაში ომის ყველა მსხვერპლს“.

აღსანიშნავია, რომ ბერგამოს სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები უკრაინელის გოლსა და ჟესტს ოვაციებით შეხვდნენ, სტადიონი კი მატჩის დროს უკრაინის დროშებით იყო მორთული.

მსგავსი