მალინოვსკი იტალიის განახლებული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

16:44, 17.07.2020

კარანტინის შემდგომი პერიოდის განმავლობაში, იტალიის განახლებული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად რუსლან მალინოვსკი დაასახელეს. რეიტინგი პორტალმა Whoscored  შეადგინა.

„ატალანტას“ უკრაინელ ლეგიონერს 8.5 ქულა მიენიჭა, მეორე ადგილზე 8.47 ქულით ალექსის სანჩესი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია პაულო დიბალას ერგო – 7.95 ქულა.

მალინოვსკიმ მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, გაატარა რვა გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი