მალინოვსკი - „ატალანტა“ გამარჯვებას იმსახურებდა
მალინოვსკი - „ატალანტა“ გამარჯვებას იმსახურებდა

„ატალანტას“ უკრაინელმა ნახევარმცველმა, რუსლან მალინოვსკიმ, რომელიც „იუვენტუსის“ კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი გახდა, საინტერესო და დრამატული მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა:

„მიმაჩნია, რომ ორი ქულა დავკარგეთ, რადგან „ატალანტა“ გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ ჩვენს კარში ორი პენალტი დანიშნეს. დაცვაშიც შესანიშნავად ვითამაშეთ, ვდილობდით ანგარიშის შენარჩუნებას, მაგრამ არ გაგვიმართლა. ეს ჩვენი დღე არ იყო.

მთელი პირველი ტაიმი ვდომინირებდით. გვქონდა ძალიან კარგი მომენტები და ბურთსაც ვაკონტროლებდით. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობებიდან უფრო მეტი უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ ეს მატჩი კარგი გაკვეთილი იყო. „იუვენტუსთან“ ქულის აღება, რა თქმა უნდა, კარგი შედეგია, მაგრამ ახლა მომავალ მატჩებზე უნდა გადავერთოთ“, – აცხადებს მალინოვსკი.

საინტერესოა, რომ მალინოვსკიმ მოედანზე მხოლოდ 20 წუთი დაჰყო, თუმცა WhoScored – ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

დატოვე კომენტარი