მალი ჯერ ვერ ვარჯიშობს, „საბურთალოს“ ტერა დაუბრუნდა
მალი ჯერ ვერ ვარჯიშობს, „საბურთალოს“ ტერა დაუბრუნდა

„საბურთალომ“, რომელიც სუპერთასის მატჩისთვის ემზადება, თბილისში ვარჯიში განაახლა. გუნდი ესპანური შეკრებიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, 23 თებერვალს გასამართი მატჩისთვის კი თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე ვარჯიშობს.

თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ ფაქტობრივად სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მხოლოდ ნიკოლოზ მალის არ მიუღია – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და „საბურთაოს“ მცველს, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. თუმცა, ნიკა ინდივიდუალურად ვარჯიშს ხვალიდან შეუდგება. გუნდთან ერთად განაახლა საწვრთნელი პროცესი კენიელმა ნახევარმცველმა ელვინ ტერამ, რომელმაც ესპანური შეკრება ტრავმის გამო გამოტოვა.

„საბურთალოშ“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ სუპერთასზე და ეროვნული ლიგის საწყის ტურებში გუნდს მოედანზე სწორედ თემურ შალამბერიძე გაიყვანს.