მალდინი, შესაძლოა, „რეალის" სპორტული დირექტორი გახდეს
მალდინი, შესაძლოა, „რეალის" სპორტული დირექტორი გახდეს

„მილანის” სტრატეგიული განვითარების დირექტორმა პაოლო მალდინიმ, შესაძლოა, სამუშაო ადგილი შეიცვალოს, – წერს იტალიური პრესა.

ლეგენდარულ მცველს უთანხმოება აქვს იტალიური კლუბის ხელმძღვანელობასთან. ადრე, იგივე მიზეზით, „მილანის” ადმინისტრაცია დატოვა გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ზვონიმირ ბობანმა, რომელიც საფეხბურთო განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

მადრიდის „რეალის” ხელმძღვანელობა აკვირდება მალდინის გარშემო შექმნილ სიტუაციას და, შესაძლოა, 51 წლის ფუნქციონერს სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზოს.