მალდინი „მილანის“ ტექნიკური დირექტორის პოსტს დათანხმდა
მალდინი „მილანის“ ტექნიკური დირექტორის პოსტს დათანხმდა

„მილანის“ ახალი ტექნიკური დირექტორი ლეგენდარული პაოლო მალდინი გახდა, – წერს „გაძეტა დელო სპორტი“ (La Gazzetta dello Sport). ბოლო პერიოდში ყოფილ ფეხბურთელს კლუბში სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოსტი ეკავა.

იტყობინებიან, რომ „მილანის“ ლეგენდამ მიიღო „როსონერის“ აღმასრულებელი დირექტორის, ივან გაზიდისის წინადადება და მალე ოფიციალურად ჩაიბარებს ახალ პოსტს.

50 წლის მალდინი „მილანის“ აღზრდილია და ამ კლუბში 1984-2009 წლებში თამაშობდა. კლუბს მოხმარებიდან აქვს ამოღებული მისი სათამაშო მესამე ნომერი.

ცოტა ხნის წინ, „მილანი“ დატოვეს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ და მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ.