მალდინი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი გახდა #1TVSPORT
ლეგენდარული მცველი პაოლო მალდინი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში იმუშავებს.
„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი ფედერაციის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა. მისი კონტრაქტი ოთხ წელზეა გათვლილი. გარდა ამისა, „მილანისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი სპორტული დირექტორი ლეონარდო მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.
გამოცემა La Gazzeta dello Sport-ის ინფორმაციით, მალდინი და ლეონარდო დაიწყებენ მუშაობას იტალიის ნაკრებისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის მოსაძებნად.
იტალიის ნაკრებმა ვერ გაიარა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია და ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა ტურნირზე.