მაკტომინეის პირველი გოლი „იუნაიტედის“ კაპიტნის რანგში
მაკტომინეის პირველი გოლი „იუნაიტედის“ კაპიტნის რანგში

სკოტ მაკტომინეი ხუთი წლის იყო, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიას შეუერთდა. 18 წლის შემდეგ კი მან გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და ინგლისის თასზე „უოტფორდის“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლიც გაიტანა. ეს ახალგაზრდა ნახევარმცველის პირველი გოლია „იუნაიტედის“ კაპიტნის რანგში.

თამაშის შემდეგ ფეხბურთელმა ემოციები ვერ დამალა: „აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, უზომოდ გახარებული და ამაყი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ „ოუტფორდს“ თბილისის „დინამოს“ ყოფილი დამრიგებელი ჩისკო მუნიოსი წვრთნის.