მაკრონმა და მეიმ პრესისთვის დახურული შეხვედრა გამართეს
მაკრონმა და მეიმ პრესისთვის დახურული შეხვედრა გამართეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეის საზაფხულო რეზიდენციაში უმასპინძლა. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ე.წ. ბრექსითი იყო. ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარე ბეგანსონში შემდგარი შეხვედრის კადრები ფრანგულმა მედიამ გაავრცელა.

მოლაპარაკებები პრესისთვის დახურულ რეჟიმში წარიმართა. ამის გამო, მედიამ ლიდერების შეხვედრის დღის ზუსტი წესრიგი არ იცის. ერთ-ერთი ფრანგული მედიასაშუალების ცნობით, საუბარი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გავლის გეგმას შეეხო.

მანამდე ელისეის სასახლეში თქვეს, რომ მაკრონის და მეის ეს დიალოგი, „ბრექსითის“ შესახებ ევროკავშირში მიმდინარე მოლაპარაკებებს არ ჩაანაცვლებს.

გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2019 წელს უნდა დატოვოს, თუმცა ბრიუსელთან შეთანხმებული კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა წარიმართოს „ბრექსითი“, ამ დრომდე არ არსებობს.