„მაკრატელა“ „ნეფთჩის“ კარში - ვოლკოვმა აზერბაიჯანში ეფექტურად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
10:59, 24.08.2021
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ „ზირას“ მატჩის გადარჩენაში ვერ დაეხმარა.
ეს ახალი საფეხბურთო სეზონის მეორე ტურის შეხვედრაში მოხდა – „ზირამ“ საკუთარ მოედანზე მოქმედ ჩემპიონ ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ვოლკოვი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და ბაქოელების კარი 90+4-ე წუთზე ეფექტური „მაკრატელათი“ აიღო.
მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა, რადგან მანამდე „ნეფთჩიმ“ ორი გოლის გატანა მოახერხა. 2 ტურის შემდეგ „ზირამ“ ჯერ მხოლოდ ქულა დააგროვა, ხოლო დავით ვოლკოვმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
ვოლკოვმა ბოლოს 25 თებერვალს გაიტანა და მას შემდეგ ორჯერ ტრავმის გამო გაჩერება მოუხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო გოლი მან სწორედ „ნეფთჩის“ გაუტანა და მაშინ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„კეშლაში“ ითამაშა მერაბ გიგაურმა – მისი გუნდი „გაბალას“ ესტუმრა და კაცნაკლულად დარჩენილმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 1:2. ქართველი ნახევარცველი „კეშლას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
„სუმგაითმა“ „საბაჰს“ უმასპინძლა, სადაც ძირითადში მიხეილ ერგემლიძე გამოჩნდა და მანაც 90 წუთი შეუცვლელად ჩაატარა. ქართველის გუნდი 0:2 დამარცხდა.