„მაკლარენს“ ახალი მენეჯერი ჰყავს

17:07, 10.01.2019
LE MANS, FRANCE - JUNE 14:  (L-R) Andreas Seidl the former Director of Race Operations for Porsche LMP Team talks with United Autosports and McLaren F1 Team Principal Zak Brown during qualifying for the Le Mans 24 Hour race at the Circuit de la Sarthe on June 14, 2018 in Le Mans, France.  (Photo by Ker Robertson/Getty Images)

გერმანელი ანდრეას ზაიდლი „მაკლარენის“ ახალი მმართველი დირექტორი გახდა.

ბოლო თვეებში, ამ ლეგენდარულ საჯინიბოში რამდენიმე ცვლილება მოხდა და გერმანელის დანიშვნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „მაკლარენის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ზეკ ბრაუნის თქმით, 46 წლის ზაიდლი მუშაობას 2019 წელს შეუდგება. ბრაუნმა ასევე აღნიშნა, რომ ზაიდლი საოცარი მონაცემების მქონე ლიდერია, რომელსაც წარმატებული ისტორია აქვს.

„ეს უზარმაზარი პრივილეგია და გამოწვევაა“, – აცხადებს ანდრეას ზაიდლი, – „მაკლარენის წარმატებაში წვლილის შეტანა ჩემთვის უზარმაზარი პატივია“.

ზაიდლისთვის, რომელიც 2000-2009 წლებში „ბე-ემ-ვე“-ს საჯინიბოში მუშაობდა, „მაკლარენში“ მუშაობის დაწყების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან „პორშედან“ მისი განთავისუფლების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.

მსგავსი