მაკკალუმის საუკეთესო მატჩი დაბრუნების შემდეგ – „პორტლენდმა“ „მაიამი“ სტუმრად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
„მაიამიმ“ მიმდინარე რეგულარულში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. ამჯერად „ჰიტი“ საკუთარ არენაზე „პორტლენდს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 122-125 დამარცხდა.
გამარჯვებულის ვინაობა ბოლომდე გაურკვეველი იყო. თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. ბოლო წამზე დემიენ ლილარდმა სამქულიანი ისროლა, ტრევორ არიზა კი მასზე დაცვაში თამაშისას დაჯარიმდა და ლილარდმა 3 საჯარიმო ტყორცნის სროლის უფლება მოიპოვა. „ბლეიზერსის“ გამთამაშებელმა სამივე ტყორცნა გამოიყენა. ფლორიდელებს ანგარიშის გასათანაბრებლად დრო არ ეყოთ და საბოლოოდ „პორტლენდმა“ მიმდინარე რეგულარულში რიგით 26-ე გამარჯვება იზეიმა.
ტრავმის მოშუშების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა სი ჯეი მაკკალუმმა. მის ანგარიშზე 35 ქულაა. ლილარდმა შეხვედრა 22 ქულით დაასრულა. 18 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ენეს კანტერმა.
„მაიამელთა“ შორის 29 ქულით საუკეთესო ბემ ადებაიო იყო. ასევე 29 ქულა მიითვალა ტაილერ ჰერომ. 22 ქულაა კენდრიკ ნანის ანგარიშზე.
„პორტლენდი“ 26 მოგებითა და 18 მარცხით მე-5 მე-6 ადგილებს „დენვერთან” ინაწილებს. „მაიამი“ კი აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებითა და 23 წაგებით მე-6 მე-7 ადგილებს „ატლანტასთან“ იყოფს.
მაიამი – პორტლენდი 122:125
https://www.youtube.com/watch?v=j7MeS5fsnVQ
ნიუ იორკი – ვაშინგტონი 106:102
https://www.youtube.com/watch?v=e6HHy1OC0uw
სან ანტონიო – კლიპერსი 85:98
https://www.youtube.com/watch?v=9LMRJKCFgg0
ლეიკერსი – ფილადელფია 101:109
https://www.youtube.com/watch?v=Xj9rmGRotF4
საკრამენტო – გოლდენ სტეიტი 141:119
https://www.youtube.com/watch?v=zIyt40yiRVc